ბუნტი “ბუნტის“ წინაამღდეგ

    ლევან ბიბილეიშვილი  

თანამედროვე ადამიანი,რომელიც დღევანდელ ცივილურ სამყაროსთან ერთად ვითარდება,ამჩნევს თუ როგორ იკვეცება დრო და სივრცე სხვა და სხვა საკომუნიკაციაციო საშუალებების განვითარებასთან ერთად.21 საუკუნის მთავარი გამოგონება ალბათ ჯერ -ჯერობით ინტერნეტია. იმისათვის, რომ ხმა მივაწვდინოთ ახლობლებს საზღვარგარეთ თუ სხვა და სხვა რაიონებში უკვე აღარ გვჭირდება ფოსტა(ტელეგრაფი) ან რიგში დგომა და ოპერატორის ლოდინი, თუ როდის აკრეფდა ნომერს და ლიმიტირებულ წუთებს მოგვცემდა ტელეფონზე სასაუბროდ, რათა ამ მოკლე დროის მანძილზე ახლობლისათვის ხაზის ბოლოს მთავარი ინფორმაციის მიწვდენა მოგვესწრო.თან შანსი იმისა, რომ ჩვენი საუბარი არც თუ ისე კონფიდენციალურია და გვისმენდნენ, საკმაოდ დიდი იყო. თუმცა საკომუნიკაციო საშუალებების ზრდასთან ერთად მოსმენის შანსი როგორც ბოროტი ენები ამბობენ უფრო მეტია.

ამჯერად მობილურ ქსელებზე  გავამახვილებ ყურადღებას.მიმაჩნია რომ საქართველოში არც ერთი მედია საშუალება(რადიო,ტელევიზია,პრესა)კომერციული ფირმა თუ კულტურულ-სოციალური დაწესებულება არ კონკურირებს ისე,როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელები. არაფერს ვიტყვი მათ ექსპლუატაციურ რბოლაზე სხვა და სხვა სატელევიზიო შოუსა თუ აგრეთვე სატელევიზიო შოუ-გათამაშებებში.შოუ,როგორც ასეთი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა..საქართველოში არსებული სამივე ქსელის შემოთავაზებები იმდენად კომფორტული და ხელმისაწვდომია, რომ ჯერ ჯერობით,მართალია,მხოლოდ იდენტური ქსელის აბონენტთან ვსაუბრობთ 0 თეთრად,მაგრამ დრო,როცა ეს სამივე ქსელი გაერთიანდება და ერთმანეთთან მობილურით კომუნიკაცია საერთოდ „გაუფასურდება“, მგონი არც ისე შორია. იმედია ამ უკბილო ხუმრობას “მოცლილი მკითხველი“ სწორად გაიგებს.ჩემი შესავალი კი ერთი მცირე დეტალის აღწერით მინდა დავასრულო,დეტალით,რამაც მაიძულა ყურადღება გამემახვილებინა 7 დეკემბერს,რუსთაველის თეატრში,ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლის პრემიერაზე. რამდენიმე წელია, რაც სხვა და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრაბო,სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებაში დამკვიდრდა “კორპორატიული კომუნიკაციის“ სერვისი. ჩემს სამსახურში ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითია,თუმცა ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა,პედაგოგმა მითხრა, რომ მათთან ამ სერვისის დამკვიდრება იძულებით მოხდა.თუმცა ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას.“კორპორატიული კომუნიკაციის“სერვისი ითვალისწინებს იმას, რომ ჩემი სამსახურის კოლეგასთან,თვეში მიზერული თანხის გადახდით მე ვსაუბრობ აბსოლუტურად უფასოდ,ხოლო თუ კი მე ვესაუბრები პირს,რომელიც სხვა დაწესებულებაში მუშაობს,რა თქმა უნდა ფინანსურად უფრო ვზარალდები,რადგანაც ის ჩემი კორპორაციის წევრი არაა.აქვე ერთსაც ავღნიშნავ და დავასრულებ იმით, რომ ამ სერვისმა არც თუ ისე დიდი შვება მომცა,რადგან ჩემს კოლეგებთან 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის შემდეგ ბევრი არაფერი მრჩება სასაუბრო,შესაბამისად პირადად მე ამ “კორპორატიულობისაგან“ ვერაფრით ვისარგებლე და სამსხურის შემდეგ კომუნიკაცია კოლექტივს გარეთ მიწევს.

ნაწილი 2

რეჟისურა მსოფლმხედველობრივი პროფესიაა,თავად რეჟისორი კი მაყურებელთან კომუნიკაციას სპექტაკლის მეშვეობით ამყარებს.თეატრალურ ხელოვნებაში რეჟისურა,როგორც პროფესია ,ყველაზე ახალგაზრდაა.მე-19 საუკუნის ბოლომდე ამ პროფესიას თავად დრამატურგები ითავსებდნენ.ამიტომ ამჯერად დრამატურგიაზე გავამახვილებ ყურადღებას.გურამ ქართველიშვილის კალამს “ცერკოვნი ბუნტთან“ ერთად ეკუთვნის რამდენიმე წლის წინ მარჯანიშვილის თეატრში გახმაურებული სპექტაკლის “ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ტექსტი.მომიტევოს ავტორმა ამ ეპითეტის(ტექსტი)გამოყენებისთვის, რადგან მეოცე საუკუნის დრამატურგიის განვითარებას თუ დავაკვირდებით ავტორი(დრამატურგი)იყო არა მხოლოდ უშუალოდ პიესის ავტორი,არამედ მისი დრამატურგია გარკვეულწილად  ესთეტიკურ განახლებასაც ანიჭება თატრს.ასე წარმოიშვა მაგალითისათვის ჩეხოვის დრამატურგიაზე დამყარებული რეალიზმის თეატრი,სტრინდბერგის „ინტიმური თეატრი“, არტოს “სიკვდილის თეატრი“ ჟან ჟენეს  “სისასტიკის თეატრი“ ლუიჯი პირანდელო,ბერტოდ ბრეჰტი,ბეკეტი და სხვა.ესენი ის დრამატურგები არიან,რომლებიც რეჟისურის პროფესიაში(თუმცა ყველანი არ ყოფილან თავიანთი პიესების დამდგმელი რეჟისორები) წარმოშვეს ცნება “საავტორო თეატრი“. მოვიშველიებ რუსი პოეტის იოსიფ ბროდსკის სიტყვებს სანობელო ლექციიდან, სადაცის ის ამბობს: “ეთიკა-ესთეტიკის პირმშოა“(эстетика-мать этики).

ქართული ლიტერატურა მაინცა და მაინც არასოდეს ყოფილა განებივრებული ამ დონის დრამატურგიით,თუმცა რაც შეეხება ‘’საავტორო თეატრს“სადაც დრამატურგიული ესთეტიკა, თეატრალური ეთიკის წესებს კარნახობს, ალბათ ყველაზე  ნათლად, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში თუ ვიხილავთ. ამიტომაც ავღნიშნე ზემოთ“მომიტევოს ავტორმა ამ ეპითეტისთვის(ტექსი)რადგან როგორც ცალკე დრამატურგიული ქმნილება,ეს ნაწარმოები არათუ ესთეტიკურ სახეს იძენს,არამედ კლასიკური,არისტოტელისებური გაგებით გაუმართავი პიესის შთაბეჭდილებას ტოვებს(თუმცა ამის დადასტურება ნაკლებად შემიძლია რადგანაც პიესის ორიგინალს ვერ გავეცანი).ამიტომაც ალბათ უხერხულიც იქნებოდა არამარტო ჩემთვის,არამედ პირადად ავტორისათვისაც, ზემოთ განმარტებულ კონტექსტში მომექცია მისი დრამატურგია.თუმცა უკანასკნელად გამოვიყენებ ამ ტერმინს(ტექსტი)და ვიტყვი რომ “დონ კიხოტი“ დიდი ტექსტია.შესაბამისად სპექტაკლზე,როგორც ესთეტიკურ პლასტზე, ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას,რადგანაც ამ შემთხვევაში,რამაც ალბათ დამდგმელი რეჟისორი გ.შალუტაშვილი დააფიქრა,მისი იდეა და შინაარსი უფრო საინტერესოა.ამიტომ ამ კუთხით მიმოხილვა უპრიანი იქნებოდა ჩემთვის არა როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, არამედ როგორც ერთი ჩვეულებრივი მაყურებლისათვის.

დავანებოთ თავი“ტოტალურ თეატრს“. ესთეტიკა დღეს არა მარტო მესხიშვილის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული კულტურის დეფიციტია და ამ კუთხით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ თეატრში ძიება ფაქტიურად შეწყვეტილია(ძალიან ცოტაა იმ რეჟისორთა რიცხვი,რომელიც ეძებს)

სპექტაკლი ისტორიული ჟანრისაა და უპრიანი ინებოდა თუ კი მას “დოკუმენტური დრამის“სატუსს მივანიჭებდით.არ მინდა ვაწყენინო რომელიმე მსახიობს,მათი უმეტესობაჩემი ახლო ნაცნობი და მეგობარია,თუმცა ერთს მაინც ავღნიშნავ და ვიტყვი, რომ ვერც ერთ მათგანში მე პირადად ვერ დავინახე რაღაც განსხვავებული საშემსრულებლო მანერა, რაც მათ ადრე ნათამაშები პერსონაჟებისაგან განასხვავებდა.მხოლოდ აქცენტის შეცვლა და ახალი კოსტიუმის მორგება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ახალი გმირის დაბადებას და თუ კი ჩემი არგუმენტები, არამართებული აღმოჩნდება,დიდი სიამოვნებით ჩავერთვები მათთან ღია პოლემიკაში.ხან და ხან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,  რომ ზოგი მათგანი თავის თავს გარედან,მყურებლის თვალით აფასებდა.ეს ის ფაქტორია როცა მსახიობი თავისი პერსონაჟის სიღრმეების სურვილს კარგავს და ზედაპირზე რჩება.ასე მაგალითად სპექტაკლის პირველი სცენა ნიკო რაევსკისა(გ.შალამბერიძე) და ანა აბაშიძის(ნ.კუპატაძე)სასიყვარულო ეპიზოდით იწყება.მთელ სპექტაკლს გაზდევს ამ თემის მოტივი,თუმცა ამჯერად, „მტრობით დანგრეული, მათმა სიყვარულმა ვერ ააშენა“და ორივენი რუსულ-ქართულ ურთიერთობის კონფლიქტს ეწირებიან.მაინცა და მაინც არც ერთი გმირი არ განიცდის  არშემდგარ სიყვარულს და ბოლომდე პირადი მრწამსის მცველებად რჩებიან. თუმცა მაინც, უშუალოდ მთავარ თემას დავუბრუნდები.პიესა(და სპექტაკლი)ასახავს იმ ისტორიული ქრონიკის ეპიზოდს, თუ როგორ აუჯანყდა ქართული სათავადო და ეკლესია რუსულ იმპერიულ წყობილებას. რასაც ამ უკანასკნელმა  აჯანყებას, ისტორიული დოკუმენტაციის მიხედვით“ცერკოვნი ბუნტი“-ს კლასიფიკაცია მიანიჭა.დღევანდელი ქართულ-რუსული კონფლიქტის ფონზე ეს ურთიერთობა კვლავაც აქტუალური რჩება,თუმცა  ამ კონფლიქტის გასამწვავებლად, დრამატურგი და შესაბამისად რეჟისორიც, ჩემი აზრით, ყველაზე სპეკულატიურ მოტივს -“მართლმადიდებლობას“იყენებს.

“ერთობა“! ეს  სიტყვა კამერტონად გაზდევს მთელ სპექტაკლს.თავად რუსი გენერალი ერმოლივი(გ.ზანგური)აღნიშნავს რომ ქართველების “ერთობა“ ძალზედ სახიფათო ძალას წარმოადგენს მათთვის.როცა გლეხი,აზნაური,თავადე,ერი-ბერი ერთიანდება,მაშინ მტერი უძლური ხდება ქართველი ხალხის წინაშე.თუმცა ქართველ მებრძოლთა რიგებს ამ სპექტაკლის შემთხვევაში, მხოლოდ ეკლესია და არისტოკრატია წარმოადგენს.მერე და როგორი არისტოკრატია?თვით ნიცშესაც კი შეშურდებოდა ქრისტიანობის დამცველი, ესოდენ ჯანსაღი ძალისა.მისთვის(ნიცშესთვის)ხომ ქრისტიანობა, ყოველთვის გლახაკთა და უპოვართა მფარველი ძალა იყო,რისთვისაც ის ქრისტიანობას აკრიტიკებდა.

მთავარი კონფლიქტი რუსულ და ქართულ“მართლმადიდებლობას“შორის არსებული შეუსაბამობის პრობლემაა.თუ კი აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ როგორ ცბიერად შემოიჭრა ერთმორწმუნე რუსეთი “მართლამადიდებლური“ ნიღბის ქვეშ ამოფარებული და ცდილობს ქართული ქრისტიანული ტრადიციები აღმოფხვრას,მაშინ კარგი იქნებოდა იმაზეც ესაუბრათ სპექტაკლის დრამატურგს და რეჟისორს თუ რით განსხვავდება ერთმანეთისაგან „მონღოლურ ფესვებზე აღმოცენებული რუსული მართლამდიდებლური მსოფლმხედველობა,“ ქართულისაგან. პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს.რელიგიის ხედვა ორივე მხრიდან ყოველგვარ კულტურულ კონტექსტსაა მოკლებული. რაც ამ შემთხვევაში იმის წინაპირობაა, რომ სპექტაკლის სათქმელს მეტისმეტად შაბლონურს,პლაკატურ სახეს აძლევს. იმდენად პლაკატურს, რომ რიგ შემთხვევაში თავი მე-11 კლასელების მიერ დადგმულ ღონისძიებაზე მეგონა და თუ კი ამ ყველაფერს, არმენოფობიულ კომპლექსს დავუმატებთ,რომელიც ნათლად გ.მიქაძის მიერ ასახულ პერსონაჟში აისახება,  ეს ღონისძიება ალბათ“ეროვნული მოძრაობის“ეპოქაში უფრო აქტუალური იქნებოდა.თუმცა მენტალური თვალსაზრისით  ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და ალბათ ამიტომაც ჩათვალა რეჟისორმა საჭიროდ ეს სპექტაკლი მეორედ განეხორციელებინა(პირველი ვერსია ს.ახმეტელის თეატრის სცენაზე დაიდგა).

აგრეთვე მინდა  ორიოდ სიტყვა ვთქვა იმ “ვირტუალური განძის“ შესახებ,რომელიც ასევე სპექტაკლის მთავარი თემაა.ვურტუალურითქო იმიტომ ვამბობ, რომ მას არანაირი მატერიალური თუ კულტურული ღირებულება არ გააჩნია. თუმცა მის შენახვას და გადარჩენას გმირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს „განძი“ ,  ონანიზმის დროს აღმოცენებულ ილუზიას მაგონებს,როდესაც წარმოსახვაში ფლობ იმას,  რისი დეფიციტიც რეალურ ცხოვრებაში გაგაჩნია.შეიძლება მართლაც გაგვაჩნდეს რაღაც “განძი“, რომელიც ქართველებს სხვა ერებისაგან კულტურული თვალსაზრისით განგვასხვავებს(თუმცა უპირატესობაზე საუბარი მგონი ზედმეტია)მაგრამ ის(განძი)იმდენად იზოლირებულია და მისდამი დამოკიდებულება იმდენად ზედაპირულია, რომ ამ ეტაპზე მისი მატერიალიზაცია ჩვენ კოლექტიურ წარმოსახვას ვერ ცდება.

შეიძლება ამ წერილმა ბევრი ჩემი ნაცნობი გაანაწყენოს,თუმცა ავღნიშნავ რომ არც  მათი გულის მოსაგებად ვწერ, ვისაც შეიძლება მოეწონოს. მაგრამ ალბათ, უმეტესწილად მოცლილი მკითხველი განაწყენდება,რადგან ჩვენ არასდროს ვსიმპათიზირებდით აზრზს, რომელიც პათეტიური „ერთობის“ წინაამღდეგიყო მიმართული და შესაბამისად ორ უკიდურესობას (ონანიზმსა და კორპორატიულ რელიგიას) შორის გავეჩხირეთ. დიახ,მობილური ქსელის სერვისის არ იყოს,რელიგიის ჩვენებური აღქმაც კორპორატიულია და თუ კი ამ მოჯადოვებული კორპორაციიდან გამოსვლას დავაპირებთ,რა თქმა უნდა აუცილებლად დავზარალდებით. თუმცა,  თუ კი ამ კორპორაციაში დარჩენას გადავწყვეტთ,კიდევ ერთხელ მოვიყვან მაგალითისათვის დიდი ესთეტისა და კულტურული ფენომენის რეზო გაბრიძის სიტყვებს რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ვებ-გვერდ youtube – ზე  მოვისმინე: “мы перестали молиться,для нас молитва-индивидуальное шоу”

3 ნაწილი

“კიჩის პირველწყარო-ყოფასთან მიმართებაში კატეგორიული თანხმობაა.

კიჩი შირმაა, რომელიც სიკვდილის არსებობას ფარავს.

კიჩის ტოტალურ იმპერიაში პასუხები უკვე იმთავითვე ცნობილია და ნებისმიერი კითხვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, კიჩის პირველი მტერი ის ადამიანია, რომელიც კითხვას სვამს“(მილან კუნდერა).

სპექტაკლის დასრულებისას ერთი კითხვა დამებადა, რომელიც ვერ დავსვი,თუმცა ვიფიქრე,რომ მსახიობების „პაკლონზე“გამოსვლის შემდეგ სათხილამურო აღჭურვილობით გამოჩნდებოდა პრეზიდენტი,  მ.სააკაშვილი,რომელიც სავარაუდოდ სვანეთიდან ჩამოვიდოდა(რადგანაც „განძი“სწორედ ამ კუთხეში იყო გადამალული) და დამდგმელ პერსონალს ღირსების ორდენებს გადასცემდა. თუმცა ალბათ ეს იმ მიზეზით არ მოხდა,რომ კიჩსაც, ხარისხიანად შესრულება სჭირდება.

About rachaimereti

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საინფარმაციო ცენტრი ეს არის თავისუფალი ჟურნალისტების ჯგუფი, რომელთა მიზანია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარე ამბების გაშუქება, ინფორმაციის სწრაფად მოპოვება-გავრცელების გზით.
This entry was posted in კულტურა. Bookmark the permalink.

8 Responses to ბუნტი “ბუნტის“ წინაამღდეგ

  1. სულხანი ! ამბობს:

    მე დიდი ხანია ასეთი კარგი გამართული კრიტიკული წერილი არ წამიკითხავს ! რაც ძალიან სასიამოვნოა, წერილში ლევანი თოთქოს ბოდიშს უხდის მის მეგობრებს მათი გაკრიტიკებით , რაშიც არ ვეთაანხმები ! მეგობრებო ეს ძალიან კარგია რომ გაკრიტიკებენ, სადაც კრიტიკა არა იქ ძნელად ხდება გამარჯვება პროფესიაში, მითუმეტეს თეატრში და ხელოვნებაში ! მითუმეტეს როცა ესეთი ჯანსაღი კრიტიკაა, ამას გაგებით უნდსა მოვეკიდოთ ! მე შესაძლია ვეკამათო ლევანს და ამას ალბათ ვიზამ კიდეც, იმიტომ კირა რომ არ ვეთანხმები მას ამ კრიტიკაში ! არა , ვეთანხმები და ძალიან თან ! უბრალოდ შესაძლოა ჩემი და მისი შეხედულება რელიგიაზე ცოტა განსხვადება ! ცოტა ბევრით არა ! თუმცა ეხლა ეს აქ არა მთავარი , ლევანი ძალიან მოკლედ და კარგად ეხება იმ პრიბლემას რომელიც ზოგადად ქრთულ თეატრშია დღეს, ამიტომ ეს კორპორატილობა დღეს ხშირ შემთხვევეში მართლაც რომ ძალიან წამგებიანია ! მე ყვალა მიყვარხართ მაგ თეატრში ! რეჟისორებიც და მსახიბებიც ! ძალიან კარგად ვიცი რომ ლევანიც იგივე გრძნობითა თქვენთან როგორც მე ! მე პირველად წავიკითხე ლევანის კრიტიკა და მინდა გითხრათ რომ ძალიან ვარ გახარებული, რატომ? იმიტომ რომ როგორც ვხედავ ეს მას ძალინ კარგად გამოდის, იმიტომ რომ აწი ხშირად უნდა ვთხოვოთ მას წეროს ჩვენზე , გვაკრიტიკოს , რათა გავითვალისწინოთ და მივახწიოთ იმას რაზეც ვოცნებობთ პროფესიაში ! ( “წინ ბედნიერი მომავლისაკენ” ლოზუნგი ოთარ იოსელიანის ფიმიდან “და იქმნა ნათელი” )

    • leo ამბობს:

      სულხან გამოგეხმაურები და გეტყვი რომ მსახიობების კრიტიკა და ალბათ სპექტაკლისაც როგორც მხატვრულიმპლასტის ნაკლებად მომხიბვლელია ჩემთვის ამ შემთხვევაში რადგანაც “საბაბი” უნდა გქონდეს რამე რაც საშუალებას მომცემდა არა მონოლოგის არამედ დიალოგის რეჟიმში ყოფილიყო ეს კრიტიკა საინტერესო…ასე რომ უფრო ეტად მეც სპექტაკლის შინაარსობრივმა მხარემ უფრო მომცა ეს “საბაბი”,თუმცაა მგონი აქაც მონოლოგის რეჟიმში მიწევს ჯერ ჯერობით აზრის გამოხატვა))

  2. დავითა ამბობს:

    ლევანჩიკ, მე კორპორატიულზე მეტად კომფორმისტულს დავარქმევდი 🙂

  3. leo ამბობს:

    მესმის შენ რასაც ამბობ დავით,მარა კორპორატიულ კომუნიკაციაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და კონფორმიზმი კომუნიკაციას ნაკლებად შეესაბამება

  4. kaki ამბობს:

    an micis qvesh chadii an spektakli dadgi :))))

  5. ქეთი ამბობს:

    მე სპექტაკლი არ მაქვს ნანახი და შესაბამისად ვერც წერილის პათოსს გავიზიარებ და ვერც დადებით მოსაზრებას. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ლევანს მისი “სადებიუტო კრიტიკა” კარგად გამოუვიდა (დასაბუთებული და ამავდროულად მხატვრული არგუმენტებით). კამათი და კრიტიკაც ყველაფრის შეიძლება. ეს აჯანსაღებს მდგომარეობას. 🙂

  6. dato ამბობს:

    me mivesalmebi jansag kritikas,rac me dzalian mchirdeba koveltvis.

დატოვე კომენტარი